
22-ე ფესტივალი 19 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე გაიმართება და ანდრი ჟოლდაკის „მეფე ლირის“ მსოფლიო პრემიერით დასრულდება.
პროგრამა თბილისს მაგი მარენის კომპანიის „May B“-ს, ავრელია ტიერეს „Bells & Spells“-ს, როსიო მოლინას „Caída del Cielo“-სა და კაროლინ კარლსონის „Crossroads to Synchronicity“-ს წარუდგენს.
